აღმოჩენა საწურბლიას გამოქვაბულში

09 ივლისი 2012
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და დუბლინის ტრინიტის კოლეჯის საერთაშორისო ექსპედიციამ საწურბლიას გამოქვაბულში თიხა-ტკეპნილი იატაკებით საცხოვრებლის უძველესი დონე გამოავლინა. ახალი აღმოჩენა გამოქვბულში ადამიანის კვალი, ზედაპალეოლითის პერიოდიდან, დაახლოებით, 15 ათასი წლით თარიღდება. მთელს ამიერკავკასიაში მსგავსი მნიშვნელობის აღმოჩენა არსად  ფიქსირდება. მეცნიერებისთვის ყუმისთავის გამოქვაბული განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მკვლევარები საწურბილიას გამოქვაბულს ერთობლივად იკვლევენ. საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიცია, თენგიზ მეშველიანის ხელმძღვანელობით, ქართულ ძეგლზე 2008  წლიდან მუშაობს.  წლების განმავლობაში მაქსიმალურად მოხდა  მღვიმის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლების არსებული ჭრილების დაღრმავება, გაფართოვება და  მღვიმის წინა ფართობზე ჭერიდან ჩამოცვენილი ლოდების აღება. გამოქვაბულის რთულ რელიეფზე გაწმენდითი კვლევითი სამუშაობი მეცნიერებისთვის წარმატებული შედეგით დასრულდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის პროგრამა ითვალისწინებს როგორც უძრავ-მოძრავი, ასევე მიწისქვეშა არქეოლოგიური ძეგლების კვლევას, შესწავლას და პოპულარიზაციას.  ყუმისთავის აღმოჩენა წყალტუბოს ირგვლივ ახალი ისტირიულ სურათს ქმნის და მეორე მხრივ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში ქვეყნის სიძველის და საქართველოს მნიშვნელობას მეტად წარმოაჩენს.