გამოფენა „დაკარგული ედემი“

29 ივნისი 2012
Share

2012 წლის 29 ივნისს 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ კონსტანტინე მინდაძის გამოფენას სახელწოდებით „ინტოქსიკაცია და ინსპირირებული ერორები“ - ნაწილი მეორე - დაკარგული ედემი.

როგორც ავტორი განმარტავს: გასული წლის ნოემბრიდან, როცა პირველად წარმოვადგინე  „ინტოქსიკაცია და ინსპირაციული ერორები" - ნაწილი პირველი - „ინსპირაციის შავი ხვრელი" - რომლის ძირითადი თემა გახლდათ  ინფორმაცის და მისგან გამოწვეული სტრესის დაძლევა გლობალიზაციის  ფონზე - რომელიც აგრეთვე  ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულ ნამუშევრადაც მიმაჩნია, მე უკვე ვფიქრობდი თუ როგორ  შეიძლება გამოიყურებოდეს ედემიდან განდევნა დღევანდელობაში და ვამუშავებდი წამოწყებული (აქტიურ/სივრცული) ინსტალაციების ციკლის მეორე ნაწილის ცალკეული ელემენტების პირველ იმპულსურ ჩანახატებს. ამ პერიოდში ხელახლა ჩავუღრმავდი ისეთ ეპიკურ ლიტერატურას როგორებიც: დანტეს „ღვთაებრივი კომედია" და ჯონ მილტონის „დაკარგული სამოთხე" - არა იმიტომ, რომ მე მათი პირდაპირი ვიზუალიზაციის შექმნას ვაპირებდი, არამედ უბრალოდ გარკვეული ელემენტების ტრანსფორმაციას სხვა მედიუმებში და მათ ჩასმას დღეისათვის აქტუალურ ახალ კონტექსტებში. დავრწმუნდი, რომ უილიამ ბლეიკის უკვდავმა პოემამ „ანდაზები ჯოჯოხეთიდან" - ნაწარმოებიდან სამოთხისა და ჯოჯოხეთის ქორწინება" დაწერილი 1797 წელს ყველანაირი პასუხი გამცა და იყო საკმარისზე მეტი გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ გახლავთ ჩემი ძირითადი ინსპირაცია მნიშვნელოვნად შესამჩნევი ელემენტების შესაქმნელად, ექსკლუზიურად აგებული მეორე ნაწილისთვის წარმოდგენილ ნამუშევარში. მზადების პროცესები დაიწყო მიმდინარე წლის დასაწყისში, საბოლოო ტექნიკური ვიზუალური ესკიზების მიხედვით და 29 ივნისს პირველად წარმოვადგენ ამ ყველაფრის რეზულტატს - თუ მეტაფორულად როგორ ვხედავ „დაკარგულ ედემს" დღეს და არამარტო დღეს. ეს არის თუ როგორ წარმომიდგენია ის უსასრულო დროის მსვლელობებში, სიცოცხლის არსობიდან - ღრმა წარსულიდან (საწყისიდან თუ დიდი აფეთქებიდან - რაც გინდათ ის უწოდეთ) შორ მომავლამდე, უსასრულობამდე და ისევ რანდომულად - როცა აწმყო ყველაფერს აერთიანებს - თავისი პლუსებით და მინუსებით.

მეცნიერების განვითარება  მნიშვნელოვანია და კონსუმერიზმი რამდენადაც იგი ირონიულ/ სულელურად არ უნდა გამოიყურებოდეს, გვანიჭებს კომფორტს, რომლის დოზები სულ უფრო და უფრო იზრდება და მოთხოვნადი ხდება. რელიგიების ასეთმა კომერციალიზაციამ გარდამაქმნევინა თვით ადამი და ევაც - ასოცირებულნი ბრენდებთან. "დაკარგული ედემი" ატარებს ირონიას ჩვენს ყოველდღიურად მზარდ მოთხოვნებზე და არა პროტესტს მათ წინააღმდეგ. ვფიქრობ რომ ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროგრესის  ფონზე ადამიანის ინდივიდუალურობა (თუ უფრო სულიერება) შეიძლება გამკრთალდეს, თუმცა ეს შეუქცევადი პროცესია და შეუძლებელია მომავალი განვითარების გარეშე ზუსტად ისევე როგორც უცოდველად  ცხოვრება წარმოუდგენელია".

გამოფენა 13 ივლისამდე გაგრძელდება.

მისამართი რუსთაველის გამზირი 3.