გამოფენა „უკრაინული ვერნისაჟი“

30 მაისი 2012
Share

2012 წლის 30 მაისს18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „უკრაინული ვერნისაჟი".

გამოფენა ეძღვნება საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მეოცე წლისთავს.

გამოფენაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ფონდებში დაცული XVIII-XX საუკუნეების უკრაინელ და თანამედროვე ქართველ მხატვართა სურათები. ექსპონირებულია ის ნამუშევრებიც, რომლებზეც აისახა სხვადასხვა დროის უკრაინელ მხატვართა თვალით დანახული საქართველო.

პირველ დარბაზში გამოფენილია XVIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის მხატვრების ნამუშევრები: დ. ლევიცკი, ვ. ბოროვიკოვსკი, მ. ბრიანსკი, ვ.ორლოვსკი, ნ.იაროშენკო, ს. ვასილკოვსკი, მ.ხოლოდოვსკი, რ. სუდკოვსკი, კ. კრიჟიცკი, ვ. გალიმსკი, ი. იჟაკევიჩი, კ. კოსტანდი, პ.ლევჩენკო, მ. პიმონენკო, ფ. რეზნიჩენკო, მ. სამოკიში, ს. სვეტოსლავსკი, ა. შევჩენკო, კ. რედკო, ვ. ბოროდაი, ო. გლუსკინი. მათი ნამუშევრები მნახველს წარმოდგენას უქმნის უკრაინული ეროვნული ხელოვნების განვითარებაზე უკრაინული ბაროკოდან იმპრესიონიზმამდე და ავანგარდამდე.

მეორე დარბაზში ექსპონირებულია XX საუკუნის მეორე ნახევრისა და XXI დასაწყისის მხატვრების - გ. ნელედვას, ვ. რიჟიხის, მ. კუზმენკო-იაშვილის, მ. იაშვილის, ო. კოსტიურინა-თავაძის, ო. თავაძის, ნ. პოტაპოვას, ი. გრიშნენკოს სურათები, როგორც გამოხატულება საქართველოსა და უკრაინის კულტურათა შემოქმედებითი სინთეზისა.

გარდა ამისა, ექსპოზიციაზე მნახველი გაეცნობა კერძო კოლექციებში დაცულ ნ. მოსკალცისა (ხე) და ი. გაიდაბურას (მინა და ლითონი) ნამუშევრებს.

გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 2012 წლი 7 ივნისამდე გაგრძელდება.

ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი და უკრაინის საელჩო საქართველოში.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქ.1.