საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე” II (47-B)

15 მარტი 2012
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე" II (47-B)

საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია

გამოდის 1920 წლიდან

საზოგადოებრივ მეცნიერებათა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბის წინამდებარე ტომი წარმოადგენს საქართველოს მუზეუმის მოამბის (1920-1935 წწ), საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბის (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია _B, 1936-1944 წწ) და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბის (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია B, 1947-2004 წწ) ტრადიციული, სერიული გამოცემების გაგრძელებას  საზოგადოებრივი მეცნიერების მიმართულებით.

ტომში წარმოდგენილია ნაშრომები ისტორიის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, ეთნოგრაფია/ეთნოლოგიის, ხელოვნების ისტორიისა და ისტორიული ანთროპოლოგიის შესახებ, რომლებშიც ქართული, აგრეთვე კავკასიური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული.
ტომს ერთვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2011 წლის ქრონიკა.

სარედაქციო კოლეგია: დავით ლორთქიფანიძე, ზურაბ თვალჭრელიძე, ნოდარ ბახტაძე, თეიმურაზ ბერიძე, ნანა ბურჭულაძე, იულონ გაგოშიძე, დარეჯან კაჭარავა, გიორგი მარსაგიშვილი, გიორგი მინდორაშვილი, ელდარ ნადირაძე, ზაზა სხირტლაძე, ნოდარ შოშიტაშვილი, მედეა წოწელია, ოთარ ჯაფარიძე. 

სარეცენზიო საბჭო: დიმიტრი ახვლედიანი, როზეტა გუჯეჯიანი, რუსუდან დოლაბერიძე, თამილა კაპანაძე, დავით ლომიტაშვილი, გიორგი მახარაძე, თემურ შარიქაძე, ნინო ჩიხლაძე, გურამ ჩხაიძე, მინდია ჯალაბაძე. 

რედაქტორი: ზურაბ თვალჭრელიძე

პასუხისმგებელი მდივანი: მედეა წოწელია

კორექტორ-ლიტერატურული რედაქტორი: ნინო ნადარაია

ინგლისური თარგმანი: მედეა წოწელია

ტექნიკური მდივანი: ნინო დათუნაშვილი

კომპიუტერული გრაფიკა, დიზაინი: ვერა ფხაკაძე, ირაკლი ხუციშვილი, მაგდა ცოცხალაშვილი

დაიბეჭდა შპს "ფავორიტი პრინტში"

ISSN 1512-1895

© საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 2011