ელენე ახვლედიანის დაბადებიდან 114 წელი

18 აპრილი 2012
Share

2012 წლის 18 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ელენე ახვლედიანის დაბადებიდან 114 წლისთავს აღნიშნავს.

ელენე ახვლედიანის (1898-1975) შემოქმედებას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადეგილი უჭირავს. მხატვრის ინდივიდუალიზმი ყველაზე ნათლად პეიზაჟურ ფერწერაში გამოვლინდა, რადგან იგი იყო ფერწერის რეალისტური ჟანრის მიმდევარი და უპირატესობას ნატურიდან მუშაობას ანიჭებდა.

ელენე ახვლედიანი იყო საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საზოგადო მოღვაწე. თავის სახელოსნოში აწყობდა გამოფენებს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ სახლ – მუზეუმად იქცა. მისი ბინა-სახელოსნო ერთგვარი კლუბიც გახლდათ, სადაც იკრიბებოდნენ მსახიობები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები. მუსიკალურ საღამოებზე გამოდიოდნენ ჰენრიჰ ნეიგაუზი, სვიატოსლავ რიჰტერი, ანდრია ბალანჩივაძე, ელისო ვირსალაძე, მარია გრინბერგი, მომღერალი ნინა დორლიაკი.

18 აპრილს 17.00 საათზე ელენე ახვლედიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით მის სახლ-მუზეუმში გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრანტების საფორტეპიანო კონცერტი.

მისამართი: ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი. ლ. ქიაჩელის ქ.#12.