პრესრელიზები

19 დეკემბერი 2013

ფოტო გამოფენა „ლეიდენი, ისტორიის ფურცლები"

2013 წლის 19 დეკემბრიდან 2014 წლის 19 იანვრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს ჰოლანდიური ფონდი არტექოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენას "ერვინ ოლაფი: ლეიდენი, ისტორიის ფურცლები". გამოფენა გაიხსნება 19 დეკემბერს 19:00 საათზე.
18 დეკემბერი 2013

ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა

2013 წლის 18 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის ამსახველ გამოფენას და კატალოგის პრეზენტაციას სახელწოდებით ,,ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა".
18 დეკემბერი 2013

ფილმი „კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის კვალდაკვალ - ინგუშეთი“

18 დეკემბერს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საქართველოში მოღვაწე ინგუში მწერლის ისა კოაზოის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი კინოჩვენება. 
15 დეკემბერი 2013

საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონი „გახსოვდეს ათასი წვრილმანი“

15 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი გიწვევთ ქართული გამოყენებითი ხელოვნების მასშტაბურ საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონზე, სახელწოდებით „გახსოვდეს ათასი წვრილმანი".
12 დეკემბერი 2013

გამოფენა ,,დამოკიდებულება"

2013 წლის 12 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი აბრამიძის ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით ,,დამოკიდებულება".
12 დეკემბერი 2013

წიგნის პრეზენტაცია „ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“

2013 წლის 12 დეკემბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოგიდგენთ წიგნის „ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი" პრეზენტაციას.
30 ნოემბერი 2013

საერთაშორისო კონფერენცია „მუზეუმები კონტექსში: მუზეუმების ქსელის შექმნა და ურთიერთობა საზოგადოებასთან“

2013 წლის 25-28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა საერთაშორისო კონფერენციას „მუზეუმები კონტექსში: მუზეუმების ქსელის შექმნა და  ურთიერთობა საზოგადოებასთან".
28 ნოემბერი 2013

შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა

2013 წლის 28 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენას. 
24 ნოემბერი 2013

ხალხური რეწვის გაკვეთილების დასკვნითი გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი  2013 წლის 24 ნოემბერს 13:00 საათზე წარმოგიდგენთ ხალხური რეწვის გაკვეთილების დასკვნით ვორკშოპს და  მონაწილეების მიერ  3 თვის განმავლობაში შექმნილი ფარდაგების, წინდების, ხის ნაკეთობების, მუზეუმის ღუმელში გამომწვარი თიხისა და სხვა ნიმუშების გამოფენას.
21 ნოემბერი 2013

სამეცნიერო კონფერენცია „ინფლამაცია, ნეიროდეგენერაცია და ღეროვანი უჯრედები“

21 ნოემბერს 14:00 საათზე საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია, საქართველოს ინსულტის ასოციაცია, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად წარმოგიდგენთ საერთაშორისო კონფერენციის „ინფლამაცია, ნეიროდეგენერაცია და ღეროვანი უჯრედები“ გახსნას.
20 ნოემბერი 2013

რეალური სივრცე. კონცეპტუალური სივრცე - 90-იანი წლების გერმანული ფოტოგრაფია

2013 წლის 20 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი უცხოეთთთან ურთიერთობის ინსტიტუტსა (ifa)  და გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ფოტოგამოფენას „რეალური სივრცე. კონცეპტუალური სივრცე  -  90-იანი წლების გერმანული ფოტოგრაფია".
20 ნოემბერი 2013

ლექცია „სამყარო, ადამიანი და ტვინი".

20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობართა საზოგადოების ეგიდით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა ქართველი მეცნიერების გია დვალის, დავით ლორთქიფანიძისა და ზაზა კოკაიას ერთობლივ ლექცია „სამყარო, ადამიანი და ტვინი".