პრესრელიზები

15 სექტემბერი 2011

ქვევრის ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა

2011 წლის 15 სექტემბერს 19.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ ქვევრის ღვინის I საერთაშორისო სიმპოზიუმის და ქვევრის ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას. 
18 აგვისტო 2011

დმანისის საზაფხულო საველე სკოლა

2011 წლის 18 აგვისტოს, ხუთშაბათს, დღის 12 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ბატონი დავით ლორდქიფანიძე, დმანისის კვლევითი ჯგუფი და საველე სკოლის მონაწილეები აღნიშნავენ 2011 წლის საზაფხულო საველე სკოლის დასრულებას, დმანისის მუზეუმ-საცავში. ოფიციალური სერტიფიკატები გადაეცემათ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ეს საზაფხულო პროგრამა.
26 ივლისი 2011

აღმოჩენა მარნეულის რაიონის სოფელ ილმაზლოში

  2011 წლის 26 ივლისს 11.00 საათზე წარმოგიდგენთ მარნეულის რაიონის სოფელ ილმაზლოში პრევენციული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი ნივთების პრეზენტაციას.  
22 ივლისი 2011

თანამშრომლობის მემორანდუმი

2011 წლის 22 ივლისს 12.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და გაერთიანებული სამეფოს ვინჩესტერის უნივერსიტეტს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.
15 ივლისი 2011

მხატვარ ირა რაზმაძის გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით,  2011 წლის 15 ივლისს, წარმოგიდგენთ მხატვარ ირა რაზმაძის გამოფენას.
06 ივლისი 2011

კლაუსტროფობია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი,   2011 წლის 6 ივლისს  18.00 საათზე წარმოგიდგენთ მხატვარ როკო ირემაშვილის პერსონალურ გამოფენას, ,,კლაუსტროფობია".
23 ივნისი 2011

გამოფენა „Passeo de Grasia – მშვენიერი გასეირნება“

ა.წ. 23 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას "Pასსეო დე Gრასია - მშვენიერი გასეირნება" - ავტორი დავით ცხოვრებაძე.
22 ივნისი 2011

თანამშრომლობის მემორანდუმი

2011 წლის 22 ივნისს 13.00 საათზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტსა"  და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 
08 ივნისი 2011

მიხეილ კალაშნიკოვის 125 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენა

  გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი რუსი არქიტექტორის, ხელოვანის, მიხეილ კალაშნიკოვის შემოქმედება.   
05 ივნისი 2011

„ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები - XX საუკუნის I ნახევარი”

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეროვნული გალერეის განახლებულ შენობაში წარმოგიდგენთ გამოფენის „ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები - XX საუკუნის I ნახევარი" გახსნას.   
05 ივნისი 2011

არქეოლოგიური საგანძური

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის განახლებულ შენობაში წარმოგიდგენთ "არქეოლოგიური საგანძურის" გამოფენის გახსნას. ექსპოზიციაზე გაეცნობით  საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ოქრომჭედლობის ნიმუშებს, რომლებიც წარმოაჩენს ქართული კულტურის განვითარების გზას ძვ.წ.აღ. III ათასწლეულიდან ახ.წ.აღ. IV საუკუნემდე. 
22 მაისი 2011

კოსტიუმირებული დღესასწაული „მუზეუმთან ახლოს“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი  და საქართველოს შოთა რუსთველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 წლის 22 მაისს 12.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში წარმოგიდგენთ სტუნდენტურ ღონისძიებას „მუზეუმთან ახლოს".