პრესრელიზები

23 ივნისი 2011

გამოფენა „Passeo de Grasia – მშვენიერი გასეირნება“

ა.წ. 23 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას "Pასსეო დე Gრასია - მშვენიერი გასეირნება" - ავტორი დავით ცხოვრებაძე.
22 ივნისი 2011

თანამშრომლობის მემორანდუმი

2011 წლის 22 ივნისს 13.00 საათზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტსა"  და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 
08 ივნისი 2011

მიხეილ კალაშნიკოვის 125 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენა

  გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი რუსი არქიტექტორის, ხელოვანის, მიხეილ კალაშნიკოვის შემოქმედება.   
05 ივნისი 2011

„ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები - XX საუკუნის I ნახევარი”

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეროვნული გალერეის განახლებულ შენობაში წარმოგიდგენთ გამოფენის „ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები - XX საუკუნის I ნახევარი" გახსნას.   
05 ივნისი 2011

არქეოლოგიური საგანძური

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის განახლებულ შენობაში წარმოგიდგენთ "არქეოლოგიური საგანძურის" გამოფენის გახსნას. ექსპოზიციაზე გაეცნობით  საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ოქრომჭედლობის ნიმუშებს, რომლებიც წარმოაჩენს ქართული კულტურის განვითარების გზას ძვ.წ.აღ. III ათასწლეულიდან ახ.წ.აღ. IV საუკუნემდე. 
22 მაისი 2011

კოსტიუმირებული დღესასწაული „მუზეუმთან ახლოს“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი  და საქართველოს შოთა რუსთველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 წლის 22 მაისს 12.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში წარმოგიდგენთ სტუნდენტურ ღონისძიებას „მუზეუმთან ახლოს".
21 მაისი 2011

ფოტოგამოფენა და საგანმანათლებლო პროექტი “მრავალკულტურული საქართველო”

2011 წლის 21 მაისს 14.00 საათზე გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ იხსნება ფოტოგამოფენა სახელწოდებით მრავალკულტურული საქართველო.   
20 მაისი 2011

გამოფენა და საგანმანათლებლო პროგრამა ,,XIX საუკუნის თბილისში გავრცელებული ტანსაცმელი“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი,   2011 წლის 20 მაისს, 16.00 საათზე წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროექტს, სახელწოდებით ,,XIX საუკუნის თბილისში გავრცელებული ტანსაცმელი".
18 მაისი 2011

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიო ამ თარიღს აღნიშნავს. ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ დღესასწაულს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ეროვნული მუზეუმის ქართველ თუ უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს მუზეუმის დღეს ულოცავს ეროვნული მუზეუმის ყველა თანამშრომლის სახელით და 17-დან 25 მაისის ჩათვლით საინტერესო კვირეულს სთავაზობს. 
17 მაისი 2011

განახლებული მუზეუმები პრეს-კონფერენცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. 2011 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის და ეროვნული გალეირეს ახალი საგამოფენო დარბაზები კვლავ გაუღებს კარს დამთვალიერებლებს.
28 მარტი 2011

შეიცანი იაპონია

  2011 წლის 28 მარტს 15.00 საათზე შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში,  საქართველოს ეროვნული მუზეუმი თავისუფალი უნივერსიტეტთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ გამოფენას "შეიცანი იაპონია".   
18 მარტი 2011

გიორგი ალექსი მესხიშვილის ინსტალაციას „ვაჟა-ფშაველა“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შ. რუსთაველის თეატრი, პრაღის მე-12 კვადრიენალე 2011 წლის 18 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით წარმოგიდგენთ გიორგი ალექსი მესხიშვილის ინსტალაციას „ვაჟა-ფშაველა."