პრესრელიზები

12 იანვარი 2017

ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის ,,სვირი’’ პრეზენტაცია

2017 წლის 13 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის ,,სვირი'' პრეზენტაცია.    
12 იანვარი 2017

შეხვდი ახალ წელს ეროვნულ გალერეაში!

13 იანვარს, 21:00 საათიდან 00:30 საათამდე ეროვნული გალერეის კარი ყველა მსურველისთვის გაიღება. 
10 იანვარი 2017

გამოფენა ,,უფლისციხე 60“

2017 წლის 16 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების გამოფენაზე. ექსპოზიცია ეძღვნება არქეოლოგ დავით ხახუტაიშვილის დაბადებიდან 93 წლის იუბილეს.      
04 იანვარი 2017

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება მოსალოდნელი საშტატო ერთეულების შემცირების შესახებ 
04 იანვარი 2017

ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის გამოფენა

2017 წლის 10 იანვარს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის დაბადებიდან 125 წლისთავისა და გარდაცვალებიდან 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე.     
22 დეკემბერი 2016

ლექციათა ციკლი ”საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები” - ვალერი ასათიანი

2016 წლის 27 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში გაიმართება პროფესორი ვალერი ასათიანის ლექცია. 
22 დეკემბერი 2016

ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია

2016 წლის 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში გიწვევთ მხატვრის საიუბილეო წიგნის პრეზენტაციაზე. 
20 დეკემბერი 2016

გამოფენა „იდენტურობის ფორმირება"

2016 წლის 24 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, გიწვევთ გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით „იდენტურობის ფორმირება". 
19 დეკემბერი 2016

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის

2016 წლის 20 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორს გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
19 დეკემბერი 2016

ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა

2016 წლის 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა".      
14 დეკემბერი 2016

საჯარო ლექცია ,,ურბანული გარემოს გამოწვევები იუნესკოს ჩარჩოში - ისტორიული ურბანული ლანდშაფტის პარადიგმები``

2016 წლის 15 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ არქიტექტორ პამელა ჯერომის საჯარო ლექციაზე ,,ურბანული გარემოს გამოწვევები იუნესკოს ჩარჩოში: ისტორიული ურბანული ლანდშაფტის პარადიგმები''.    
14 დეკემბერი 2016

გამოფენა „ეტიკეტის ხელოვნება"

2016 წლის 20 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ დავით სარაჯიშვილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე „ეტიკეტის ხელოვნება".