პრესრელიზები

10 აგვისტო 2018

გამოფენა „Gone Here Today Tomorrow - მეჩდე ამჩუ ლადი მ`ხაარ"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და Project ArtBeat წარმოგიდგენთ მაია ნავერიანის გამოფენას „Gone Here Today Tomorrow - მეჩდე ამჩუ ლადი მ'ხაარ" სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში. 
30 ივლისი 2018

ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი საფრანგეთიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადმოეცა

ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების - ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი საფრანგეთიდან საქართველოს გადმოეცა. პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა 114 წლის განმავლობაში შვეიცარიასა და შემდგომ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აჩუქეს. 
24 ივლისი 2018

გამოფენა „თამარისი"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „თამარისი". 
19 ივლისი 2018

ლექცია ,,მოგზაურობა მადრაპურში ანუ ხელოვნების ციკლურობის შესახებ"

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ლექცია ,,მოგზაურობა მადრაპურში ანუ ხელოვნების ციკლურობის შესახებ". ლექცია ტარდება ეროვნულ გალერეაში მიმდინარე თანამედოროვე იტალიელი ხელოვანების გამოფენის ფარგლებში - "Evidence. A New State of Art".  
12 ივლისი 2018

საჯარო ლექცია ძველი აღთქმის წიგნის „იონას" შესახებ

2018 წლის 17 ივლისს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნის „იონას" შესახებ. 
09 ივლისი 2018

სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე ჯავახეთის მუზეუმის განახლებული საგამოფენო სივრცეების გახსნაზე - გამოფენაში ჩაერთო რეგიონში ახლადაღმოჩენილი ექსპონატები, ექსპოზიცია ტექნიკურად განახლდა და აღიჭურვა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემით.    
09 ივლისი 2018

ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალური ინტეგრაციის აპლიკაცია „არეალი"

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშომლობის ფარგლებში შეიქმნა ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალური ინტეგრაციის აპლიკაცია„არეალი".
02 ივლისი 2018

საერთაშორისო ფორუმი: „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის"

ICOM საქართველოს ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით 2018 წლის 1 ივლისს თბილისში ჩატარდება საერთაშორისო ფორუმი „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის", რომელიც ხორციელდება "კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018"-ის ფარგლებში.
29 ივნისი 2018

წიგნის სივრცე ეთნოგრაფიულ მუზეუმში

3 ივლისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ,,წიგნის სივრცის" პრეზენტაციაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.  
22 ივნისი 2018

არქიტექტურული გამოფენა „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ არქიტექტურულ გამოფენას „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები" თბილისის ისტორიის მუზეუმში. გამოფენა ეძღვნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობების 200 წლის იუბილეს. 
15 ივნისი 2018

აღმოაჩინე კავკასიის ბიომრავალფეროვნება

აქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მიმდინარე გამოფენის ,,კავკასიის ბიომრავალფეროვნება" ფარგლებში, წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამებს ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.  
15 ივნისი 2018

კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები სიღნაღის მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიღნაღის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები - ქართული დაზგური ფერწერის დასაწყისიდან XX საუკუნემდე".