პრესრელიზები

29 ივნისი 2018

წიგნის სივრცე ეთნოგრაფიულ მუზეუმში

3 ივლისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ,,წიგნის სივრცის" პრეზენტაციაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.  
22 ივნისი 2018

არქიტექტურული გამოფენა „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ არქიტექტურულ გამოფენას „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები" თბილისის ისტორიის მუზეუმში. გამოფენა ეძღვნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობების 200 წლის იუბილეს. 
15 ივნისი 2018

აღმოაჩინე კავკასიის ბიომრავალფეროვნება

აქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მიმდინარე გამოფენის ,,კავკასიის ბიომრავალფეროვნება" ფარგლებში, წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამებს ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.  
15 ივნისი 2018

კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები სიღნაღის მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიღნაღის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები - ქართული დაზგური ფერწერის დასაწყისიდან XX საუკუნემდე".  
15 ივნისი 2018

ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდიის საანგარიშო გამოფენა

16 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდიის ბავშვების საანგარიშო გამოფენაზე. სტუდიის მოსწავლეებთან ერთად, თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება ჩაერთოს სხვადასხვა სახის სახალისო-შემეცნებით აქტივობაში.  
14 ივნისი 2018

სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?"

2018 წლის 25-30 ივნისს გაიმართება სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?".  
12 ივნისი 2018

საგანმანათლებლო პროგრამა „იტალიური რენესანსი ეროვნულ გალერეაში"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას „იტალიური რენესანსი ეროვნულ გალერეაში".  
08 ივნისი 2018

გამოფენა ,,კავკასიის ბიომრავალფეროვნება"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ახალ საგამოფენო სივრცეში, 12 ივნისიდან, წარმოგიდგენთ გამოფენას „კავკასიის ბიომრავალფეროვნება". გამოფენა ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.
05 ივნისი 2018

დიმიტრი გეგენავას ლექცია „ეკლესია - სახელმწიფოს სამართლებრივი ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში"

12 ივნისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში წარმოგიდგენთ დიმიტრი გეგენავას ლექციას: „ეკლესია - სახელმწიფოს სამართლებრივი ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში".      
31 მაისი 2018

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ვიწვევთ ბავშვებს და მოზარდებს ჩვენს ინსტიტუციაში შემავალ მუზეუმებში. 
29 მაისი 2018

წიგნის პრეზენტაცია - „თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები"

2018 წლის 30 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, გაიმართება წიგნის პრეზენტაცია  -  „თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები". ავტორები: გოდერძი ნარიმანიშვილი, ნინო შანშაშვილი, მარინე კვაჭაძე. 
24 მაისი 2018

გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ არქივთან ერთად, საიუბილეო თარიღს უძღვნის გამოფენას ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100".