პრესრელიზები

28 თებერვალი 2019

სკოლის ჯგუფების უფასო ვიზიტი მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით, საგანმანათლებლო პროექტის "ლეონარდო - Opera Omnia" ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ვიზიტი თავისუფალია სასკოლო ჯგუფებისთვის.
28 თებერვალი 2019

ლეონარდო და ვინჩი ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გამოფენის „ლეონარდო - Opera Omnia" ფარგლებში გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას "ლეონარდო და ვინჩი ხელოვნებასა და მეცნიერებას".
28 თებერვალი 2019

Homo universalis - ლეონარდო და ვინჩი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გამოფენის „ლეონარდო - Opera Omnia" ფარგლებში გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას „Homo universalis - ლეონარდო და ვინჩი".
28 თებერვალი 2019

Rinascimento - ლეონარდო და ვინჩი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გამოფენის „ლეონარდო - Opera Omnia" ფარგლებში გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას "Rinascimento - ლეონარდო და ვინჩი".
26 თებერვალი 2019

ლექცია „ლხინისა და დღეობის თემა ქართულ მოდერნისტულ მხატვრობაში"

გიწვევთ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძის ლექციაზე, სადაც თემატურად იქნება განხილული ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძის, ელენე ახვლედიანის, ფელიქს ვარლამიშვილისა და შალვა ძნელაძის მხატვრობის ნიმუშები.    
26 თებერვალი 2019

გია ბუღაძის ლექცია „ლეონარდო - უცნობი და ნაცნობი"

ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ლექციათა ციკლს ცნობილი იტალიელი მხატვრის, მოქანდაკის, არქიტექტორის, გამომგონებლის, ინჟინერისა და მეცნიერის - ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. პირველ ლექციას გამართავს გია ბუღაძე: „ლეონარდო - უცნობი და ნაცნობი". ლექციის დრო: 2 მარტი, 14:00
22 თებერვალი 2019

მულტიმედიური პროექტი ,,ლეონარდო - Opera Omnia"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს და წარმოგიდგენთ მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტს „ლეონარდო - Opera Omnia", სადაც დამთვალიერებელი იხილავს ლეონარდოს ფერწერული ნამუშევრების ციფრულ რეპროდუქციებს. 
21 თებერვალი 2019

გამოფენა "ევოლუცია & დეკადანსი"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ სანდრო დალაქიშვილისა და ნინა პერის გამოფენას - ევოლუცია & დეკადანსი თბილისის ისტორიის მუზეუმში. 
21 თებერვალი 2019

ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა არლის ვან გოგის ფონდში

2 მარტიდან, ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის ფონდი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში გამოიფინება სახელწოდების ქვეშ - „Niko Pirosmani - A Wanderer Between Worlds | Vincent van Gogh: Speed & Aplomb".
19 თებერვალი 2019

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე

თებერვალში ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი, „საბუკო"-სთან თანამშრომლობით, გთავაზობთ სხვადასხვა სახის აქტივობას.
18 თებერვალი 2019

საჯარო მოხსენება: ,,სამთავროს სამაროვნის კრამიტსამარხები``

25 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის თბილისის კოლექციებში აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის ლაბორანტის ქრისტინე შავლაყაძის მოხსენება თემაზე: ,,სამთავროს სამაროვნის კრამიტსამარხები''.  
18 თებერვალი 2019

ეკა კიკნაძის ლექცია: "ქართული მხატვრობა მოდერნიზმიდან წითელ ტერორამდე"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ მომდევნო ლექციას გამოფენის ფარგლებში - "წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები".