საპატიო ჯილდო

12 ივნისი 2008 - 13 ივნისი 2008

2008 წლის 12 ივნისს რომში იტალიისპრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომსაქართველოს ეროვნული მუზეუმისგენერალურ დირექტორს დავითლორთქიფანიძეს იტალიიის სამეცნიეროაკადემიის (Accademia dei Lincei) საპატიოჯილდო გადასცა.
საერთაშორისო ჯილდო ქართველ მეცნიერსანთროპოლოგიაში განსაკუთრებულიღვაწლისათვის მიენიჭა. დიდი

წარსულისმქონე ლინჩეს აკადემია ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრია.

Accademia dei Lincei რომში პალაცო კორსინიში არის განთავსებული. მსოფლიოს ერთ-ერთიყველაზე ძველი აკადემია 1603 წელს უმბრიელი არისტოკრატის ფედერიკო კეზის მიერიქნა დაარსებული.

აკადემიის დაარსებაში ფედერიკო კეზისთან ერთად დიდი წვლილი შეიტანეს იმ ეპოქისსამმა უდიდესმა მეცნიერმა ჰოლანდიელმა ფიზიკოსმა იოჰანეს ვან ჰეეკმა და უმბრიელმამათემატიკოსებმა ფრანჩესკო სტელუტიმ და ანასტასიო დე ფილისმა.

ლინჩეს აკადემიის წევრები იყვნენ გალილეო გალილეი, ლუკა ვალერიო, ჯოვანი ფაბერიდა სხვა ცნობილი მეცნიერები.
გალილეო გალილეი აკადემიის საპატივცემულოდ გალილეო გალილეი ლინჩეო-დიწოდებდა საკუთარ თავს. ლინჩეს აკადემია აქვეყნებდა რომის კათოლიკური ეკლესიისწინააღმდეგ დაწერილ გალილეის ნაშრომებს და მხარს უჭერდა იმ ეპოქის პროგრესულადმოაზაროვნე მეცნიერებს.