სამცხე-ჯავახეთის განახლებული მუზეუმი

03 ივლისი 2009 - 03 ივლისი 2009
Share

ი. ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი დამთვალიერებელთა წინაშე განახლებული სახით წარსდგა. მუზეუმის საგამოფენო დარბაზებსა და საცავში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სრულიად შეიცვალა შიდა სივრცე. დამონტაჟდა კლიმატ-კონტროლის სისტემები.

ახალ არქეოლოგიურ გამოფენაზე ექსპონირებულია 2003-2007 წლებში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა.

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და BP-ს, თანამშრომლობის დიდიხნის ისტორია აქვთ.

განახლებულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია პალეოლითის ხანიდან შუა საუკუნეებამდე დათარიღებული 800-მდე ექსპონატი. მათ შორისაა ოქროს, ვერცხლის, გიშრის, მინი, კერამიკის, ბრინჯაოს, რკინის, ქვის, ძვლის - სამკაულები, სხვადასხვა სახის ჭურჭელი, შრომისა და საბრძოლო იარაღებიი, საკულტო დანიშნულების ნივთები, არქიტექტურული დეტალები და სხვა.