ორი მნიშვნელოვანი პროექტი

13 მაისი 2008 - 14 მაისი 2008
Share

2008 წლის 13 მაისს საქართველოს ეროვნულიმუზეუმის აუდიტორიაში საქართველოსეროვნული მუზეუმის დირექტორმა დაკულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტისმინისტრმა საზოგადოებას ეროვნულიგალერეის რეაბილიტაციისა და ეროვნულიმუზეუმის კონსერვაცია-რესტავრაციისცენტრის პროექტები წარუდგინეს.

კონსერვაცია-რესტავრაციის ცენტრი ამიერკავკასიაში ამ ტიპის პირველი მაღალი კლასისდაწესებულება იქნება, რომელიც თანამედროვე ლაბორატორიებით აღიჭურვება. ცენტრიქართველმა და ფრანგმა არქიტექტორებმა დააპროექტეს სმითსონიანის ინსტიტუციისა და საფრანგეთის მუზეუმების სარესტავრაციო ლაბორატორიასთან კონსულტაციით.

ეროვნული გალლერეის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 1888წელს აგებული შენობის შიდა სივრცის მთლიანად გადაკეთება და ახალი, თანამედროვესტანდარტების გალერეის მოწყობა. პროექტი ქართველი და ესპანელი არქიტექტორებისერთობლივი შრომის ნაყოფია.
განახლებულ გალერეაში შესაძლებელი იქნება თანამედროვე ხელოვნებისექსპოზიციების მოწყობა. საქართველოს ეროვნულ გალერეაში მოხვედრა შესაძლებელი იქნება როგორც რუსთაველის გამზირიდან, ისე ბაღის მხრიდან, სამუზეუმო ქუჩა პრომედანის გავლით.

პროექტში განსაზღვრულია ვიზიტორებისა და თანამშრომლების განცალკევება, რაცეფექტური მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. ეროვნულ გალერეაშიგათვალისწინებულია კაფის, მაღაზიისა და სპეციალური საჯარო სივრცის მოწყობა.არქირექტორებმა ავტოსადგომისათვისაც გამოჰყვეს ტერიტორია.