თანამშრომლობის მემორანდუმი

03 ივნისი 2008 - 05 ივნისი 2008

2008 წლის 3 ივნისს, საქართველოს ეროვნულიმუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავითლორთქიფანიძემ და ნორვეგიის მაიჰაუგენისღია ცის ქვეშ მუზეუმის დირექტორმა ოგოტგამერსვიკმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობისმემორანდუმს საქართველოს ეროვნულმუზეუმსა და მაიჰაუგენის ღია ცის ქვეშმუზეუმს შორის.

მაიჰაუგენი ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზედიდი სამუზეუმო გაერთიანებაა და 200შენობას მოიცავს. მაიჰაუგენი გუდბრადსდალენის ხეობის ბოლო 300 წლის ყოფას ასახავს.ასევე გაეცნობით ლილეჰამერის ისტორიის საინტერესო მოვლენებს.

2007 წლის მაისში ეროვნულ მუზეუმში განხორციელდა UNESCO-ს,  საქართველოსეროვნული მუზეუმისა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატისერთობლივი პროექტი "გ. ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ მუზეუმის რეაბილიტაცია".პროექტი ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი ნორვეგიის საგარეო საქმეთასამინისტროს დაფინანსებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ახალი პროექტისგანხორციელებას გეგმავს.