გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია ცის ქვეშ 40 წლის იუბილე

12 ოქტომბერი 2006 - 13 ნოემბერი 2007
Share

12 და 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.იუბილეს პირველ დღეს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში საიუბილეო სესია გაიმართება.13 ოქტომბერს კი დილის 12 სთ-დან ეთნოგრაფიულ მუზეუმში იუბილესადმი მიძღვნილი ზეიმი დაიწყება.

პროგრამა

12 ოქტომბერი 14:00 სთ - საიუბილეო სესია ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში - მისასალმებელი სიტყვა - პროფ. დავით ლორთქიფანიძე - "აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას სამუზეუმო მოღვაწეობა (ისტორია, კონცეფცია)" - თამილა ცაგარეიშვილი - მუზეუმის დაარსების თანამედროვეთა მოგონებები - ჯ. რუხაძე, კ. ჩოლოყაშვილი, მ. ხუციშვილი, მ. ლორთქიფანიძე, ნ. ხაზარაძე, დ. მუსხელიშვილი, ი. მოსულიშვილი, ლ. მოლოდინი. - "ეთნოგრაფიული მუზეუმი დღეს და მისი ხვალინდელი პერსპექტივები" - მუზეუმის გენერალური გეგმის პრეზენტაცია - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, EWA Architects(ბერლინი) და პროექტი "ქართული სახლი".

13 ოქტომბერიიუბილეს საზეიმო აღნიშვნა ღია ცის ქვეშ მუზეუმში

12:00 - საიუბილეო ზეიმის გახსნა, მუზეუმის დათვალიერება, ქართული კულინარია12:00 - 18:00 სტუმრობა საქართველოს ეთნოგრაფიულ კუთხეებში ადგილობრივი ფოლკლორისა და კულინარიის თანხლებით;

13:00 - საზეიმო გახსნა

13:30 - 14:30 - "შემოდგომის ზეიმი", ვიქტორინა. ფოლკლორული ანსამბლი "მთიები" - ხალხური თამაშობები ბავშვებისათვის და დიდებისათვის; - ქართული საბრძოლო ხელოვნების დემონსტრაცია და ვორქშოფი; - ტრადიციული ხელსაქმე ფოლკლორული ანსამბლი „ნანინა"-ს თანხლებით;

17:00-18:00 - ლუდის სმის რიტუალი "საყეენო";