აშშ-ს ელჩის ფონდი უნიკალური ქართული ხელნაწერებისა და ხატების დაცვის სამსახურში

20 აგვისტო 2010 - 21 აგვისტო 2010

2010 წლის 20 აგვისტოს დაბა მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართა აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

პროექტს, სახელწოდებით "სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული უნიკალური ნივთების, შუა საუკუნეების ხელნაწერთადა ხატების დაცვა და კონსერვაცია" საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს. ეს ინიციატივა 2009 წელს დაიწყო და ამა წლის აგვისტოში დასრულდა.

პროექტის მიზანი იყო სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული ექსპონატების დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, მოსალოდნელი რისკების დადგენა, მათთან ბრძოლის მეთოდოლოგიის შემუშავება და დაცვის პირობების გაუმჯობესება.

კვლევამ გამოავლინა, რომ წლების განმავლობაში არასტაბილური გარემოს პირობებში სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული მასალის დაზიანების ძირითადი მიზეზი მიკრო ორგანიზმები იყო.

სვანეთის მუზეუმში დაცულ უნიკალურ ნივთებს ჩაუტარდა კონსერვაცია. კონსერვაციის ამ მეთოდს ქართველი სპეციალისტები სმითსონის ინსტიტუტში სტაჟირებისას დაეუფლნენ. საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სმითსონის ინსტიტუციას შორის თანამშრომლობა აშშ საელჩოს მხადაჭერით დაიწყო და დღესაც წარმატებით გრძელდება.

პროექტის ფარგლებში გარემონტდა მუზეუმის საცავი, რომელიც აღიჭურვა ახალი ინვენტარით - სტელაჟებით, სპეციალური შესანახი ყუთებით, თერმოჰოგრომეტრებითა და სხვ. კონსერვაციის შემდეგ ექსპონატები გაუმჯობესებულ პირობებში დაბინავდა.
ამასთანავე, შეიქმნა და შესაბამისად აღიჭურვა საკონსერვაციო ლაბორატორია, რომელიც ერთადერთია რეგიონში და მოემსახურება მხარის ყველა მუზეუმს.

პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში დამუშავდა მუზეუმის 3.000 ექსპონატი. ამჟამად ესნივთები შესაფერის პირობებშია დაცული. აღსანიშნავია ასევე, რომ პროექტის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა მჭიდროდითანამშრომლეს სვანეთის ეკლესია-მონასტრების სასულიერო პირებთან. საკონსერვაციოსამუშაოები ჩაუტარდა ადგილობრივ ეკლესიებში დაცულ უნიკალური ხატებსაც.