აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 80 წლის იუბილე

28 ოქტომბერი 2010 - 31 ოქტომბერი 2010
Share

2010 წლის 28-31 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან თანამშრომლობით აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: `საქართველოს არქეოლოგია საუკუნეთა მიჯნაზე: შედეგები და პერსპექტივები~. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებს 23 უცხოელი მკვლევარი. კონფერენციის მიზანია საქართვლოს არქეოლოგიური მემკვიდრეობის შესწავლის ისტორიის გაანალიზება და მისი სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა. კონფერენცია საშუალებას მისცემს ადგილობრივ და უცხოელ არქეოლოგებს გაანალიზონ წარსულის გამოცდილება, აგრეთვე, დასახონ მეცნიერული კვლევის, პუბლიკაციების გამოცემის, გამოფენების მოწყობისა და საზოგადოებრივი პროგრამების ერთობლივი სტრატეგია. კონფერენცია ოთხი დღის განმავლობაში იმუშავებს თბილისში, ვანსა და ქუთაისში.

დაგეგმილი ღონისძიება ეძღვნება აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 80 წლისთავს. ოთარ ლორთქიფანიძე ქართულ ისტორიულ მეცნიერების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო. მისი თაოსნობით 1977 წელს დაარსდა წამყვანი არქეოლოგიური დაწესებულება -  არქეოლოგიური კვლევის ცენტრი. ოთარ ლორქიფანიძე არაჩვეულებრივი ორგანიზატორული უნარით დაჯილდოებული ადამიანი იყო. მისი ხელმძღვანელობით 70-იანი წლებიდან არნახული მასშტაბების არქეოლოგიური პროექტები განხორციელდა: რეგულარული გათხრებით თუ დაზვერვითი სამუშაოებით გამოვლინდა, აღირიცხა და გაითხარა 800-მდე სხვადასხვა ხასიათის ძეგლი, რომლებიც ასახავენ საქართველოს მიწა-წყალზე ადამიანის და საზოგადოების ისტორიის ყველა ეტაპს – ძველი ქვის ხანიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით. ოთარ ლორთქიფანიძის სახელთანაა დაკავშირებული ვანის ნაქალაქარის დიდებული აღმოჩენები. სწორედ ვანის აღმოჩენებმა შეუქმნა რეალური საფუძველი ცნობილ მითს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად არგონავტების კოლხეთში ლაშქრობის შესახებ.

ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით დაარსდა მაღალ სამეცნიერო დონეზე ორგანიზებული, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. მისი კონცეფციით შეიქმნა ქ. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი. იგი იყო სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი საზღვარგარეთ მოწყობილი არაერთი არქეოლოგიური გამოფენისა (მოსკოვში, საარბრიუკენში, შტუტგარტში, ბრაუნშვაიგში, ბონში, ბოხუმში, ვისბადენში).

ამერიკელი მეცნიერი ევერეტ ვილერი ოთარ ლორთქიფანიძის მოღვაწეობას ასე აფასებს:

“ქართული არქეოლოგიის პოპულარიზაციისთვის არავის გაუკეთებია იმდენი, რამდენიც შეძლო ოთარ ლორთქიფანიძემ.”

 

28-31 ოქტომბერი, 2010 წელი

თბილისი-ვანი-ქუთაისი

28 ოქტომბერი 15.00 საათი - კონფერენციის გახსნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. მისამართი: რუსთაველის გამზ. #52.

29 ოქტომბერი 10.00 საათი - სამეცნიერო სესია და ვანის ახლად აღმოჩენილი განძის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე `საქართველოს არქეოლოგია საუკუნეთა მიჯნაზე: შედეგები და პერსპექტივები~. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებს 23 უცხოელი მკვლევარი. კონფერენციის მიზანია საქართველოში დღემდე განხორციელებული არქეოლოგიური კვლევის შედეგების შეჯამება. ასევე, სამომავლო გეგმებისა და პროექტებს განსაზღვრა, რომლებსაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები ერთობლივად განახორციელებენ. მისამართი: ფურცელაძის ქ. #1. 

30 ოქტომბერი, ვანი 13.00-14.00სთ. - ვანის მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერება; 14.00-15.00 -სხდომა ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში; ვანისმუზეუმ-ნაკრძალის განვითარების გეგმი პრეზენტაცია;ვანის მუზეუმ ნაკრძალისგანვითარების გეგმის პრეზენტაცია.

31 ოქტომბერი, ქუთაისი 09.00სთ.  - გელათის სამონასტრო კომპლექსისდათვლიერება; 11.00სთ. - ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფოისტორიული მუზეუმის დათვალიერება;

12.00სთ. - სხდომა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დიდია ოთარ ლორთქიფანიძის დამსახურება ქართველი (და არა მარტო) ხალხის წინაშე.იგი ღირსეული წარმომადგენელი იყო ქართული მეცნიერებისა, ახალი ჩანაფიქრებითა დაგეგმებით აღსავსე ნიჭიერი პიროვნება, უაღრესად მრავალმხრივი და ნაყოფიერიისტორიკოს-არქეოლოგი. 

ოთარ ლორთქიფანიძეს უტყუარი ალღო ჰქონდა ახალი მეცნიერული ტენდენციებისწინასწარ განსაზღვრისა, სიახლეზე სწრაფი რეაგირებისა და, რაც მთავარია, მას ჰქონდამათი დანერგვისა და რეალიზების იშვიათი უნარი. იგი იყო ინიციატორი ქართულარქეოლოგიაში კვლევის თანამედროვე მეთოდების დამკვიდრებისა (ჰიდრო- დააერო-არქეოლოგიური, გეომორფოლოგიური, ინტერდისციპლინარული). მანვე შემოიღოარქეოლოგიაში სტრუქტურულ-შედარებითი ანალიზის მეთოდები.

ოთარ ლორქიფანიძე იყო არაჩვეულებრივი ორგანიზატორული უნარით დაჯილდოებულიადამიანი. მან დააარსა საქართველოში უდიდესი, მისთვის ჩვეულ მაღალ სამეცნიეროდონეზე ორგანიზებული, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც დღეს მის სახელსატარებს. დააარსა არქეოლოგიური კვლევის ცენტრი და სიცოცხლის ბოლომდე მისიუცვლელი დირექტორი იყო. დღეს არქეოლოგიური ცენტრი მის სახელს ატარებს. მისიკონცეფციით შეიქმნა ქ. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი. იგი იყოსულისჩამდგმელი და ორგანიზატორი საზღვარგარეთ მოწყობილი არაერთიარქეოლოგიური გამოფენისა (მოსკოვში, საარბრიუკენში, შტუტგარტში, ბრაუნშვაიგში,ბონში, ბოხუმში, ვისბადენში).

ამერიკელი მეცნიერი ევერეტ ვილერი ოთარ ლორთქიფანიძის მოღვაწეობას ასე აფასებს: "ქართული არქეოლოგიის პოპულარიზაციისთვის არავის გაუკეთებია იმდენი, რამდენიცშეძლო ოთარ ლორთქიფანიძემ."