საჯარო ლექციაზე “უახლესი არქეოლოგიური კვლევები ციმბირის სტეპებში - არჟაანის სამეფო სამარხები”

24 თებერვალი 2011 - 28 თებერვალი 2011

საქართველოს  ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ  პრუსიის კულტურული  მემკვიდრეობის  ფონდისპ რეზიდენტის  პროფესორ ჰერმანპარცინგერის საჯარო ლექციაზე "უახლესიარქეოლოგიური კვლევები ციმბირის სტეპებში- არჟაანის სამეფო სამარხები".

 პროფესორ ჰერმან პარცინგერის ხელმძღვანელობით სამხრეთ ციმბირში,ტუვას რესპუბლიკაში არჟაანთან ახლოს"მეფეების ხეობაში", არქეოლოგიურიგათხრებისას სკვითების უმდიდრესიყორღანები აღმოაჩინეს. ამ სამარხებში,რომლებიც მმართველი კლასისწარმომადგენლებს ეკუთვნით, ძვ.წ. VII-VIსაუკუნის ათასობით ოქრომჭედლობისშედევრია ნაპოვნი.ინტერდისციპლინარული  კვლევის უახლესიშედეგები პირველად იქნება წარდგენილიქართული საზოგადოების წინაშე.

პროფესორი ჰერმან პარცინგერი, 2008 წლის მარტიდან ევროპის უდიდესი სამუზეუმოგაერთიანების - პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტია, რომლისშემადგენლობაშია ბერლინის ეროვნული მუზეუმები, სახელმწიფო ბიბლიოთეკა,სახელმწიფო არქივი, იბერო-ამერიკული ინსტიტუტი და მუსიკალური კვლევითიინსტიტუტი.

1995 წელს ჰერმან პარცინგერმა გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიისგანყოფილება დააფუძნა. 2003-2008 წწ. იგი გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტს ედგასათავეში, მისი ხელმძღვანელობით არქეოლოგიის ინსტიტუტმა მნიშვნელოვნადგააფართოვა კვლევების არეალი. პროფესორი პარცინგერი 1995 წლიდან პირადადხელმძღვანელობს არქეოლოგიურ პროექტებს სხვადასხვა ქვეყნებში. იგი საყოველთაოდაღიარებული მკვლევარია, მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.

1998 წელს მას გერმანული მეცნიერების უმაღლესი ჯილდო გოტფრიდ ვილჰელმლაიბნიცის პრემია მიენიჭა. 1996 წლიდან იგი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისსაპატიო პროფესორია.

ღონისძიება ტარდება `საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციურიგანვითარების ხელშეწყობის" ტვინინგის პროექტის ფარგლებში.ლექციაჩატარდება ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანით.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის #1.