საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენის გახსნა

28 სექტემბერი 2011 - 29 სექტემბერი 2011

კონფერენცია ტარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის დეპარტამენტის ორგანიზებით. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებენ გერმანიის, ამერიკის აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, იაპონიის, თურქეთის, თურქმენეთის, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ნიდერლანდების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები. 

2011 წლის 28 სექტემბერს 11.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ საერთაშორისო კონფერენციის: "ნეოლითური ხანის ახალი აღმოჩენები კასპიის აუზის ქვეყნებში" გახსნას.

განხილული იქნება, თუ როგორ მოხდა კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ნეოლითურ საზოგადოებებში (ძვ.წ. 8-6 ათასწლეულებში) მითვისებითი (ნადირობა, შემგროვებლობა)მეურნეობის ბაზაზე წარმოქმნილი მეურნეობის ახალი დარგების - მეცხოველეობისა და მიწათმოქმედების ჩასახვა-განვითარება, როგორ იწყება ხორბლისა და ვაზის კულტივიზაცია, როგორ ეყრება საფუძველი მეთუნეობას, როგორ ჩნდება ქსოვილები და როგორ შენდება უძველესი არქიტექტურული ნაგებობი.

28 სექტემბერს 19.00 საათზე კონფერენციის ფარგლებში, გაიხსნება გამოფენა - "კავკასიისუძველესი ფერმერები", რომელიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოსისა და პროფესორის ოთარ ჯაფარიძის 90 წლის იუბილეს ეძღვნება. 

ოთარ ჯაფარიძე

16 სექტემბერს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ ოთარ ჯაფარიძეს 90 წელი შეუსრულდა.

1939 წლიდან, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, დღემდე, მთელი ცხოვრება ბატონი ოთარი ერთგულად ემსახურება არქეოლოგიას, საქართველოს უძველესი კულტურის კვლევას.

მისი მოღვაწეობის მასშტაბი კარგადაა ცნობილი, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. განუზომელია ოთარ ჯაფარიძის როლი ქართული არქეოლოგიის განვითარებაში. მისი შრომები უმთავრესად საქართველოს და კავკასიის ბრინჯაოს ხანისკულტურების კვლევა-ძიებისადმია მიძღვნილი. მის მიერ შემუშავებული კოლხურიცულების კლასიფიკაცია, დღესაც ყველაზე მიღებულ კლასიფიკაციად რჩება.

შემდგომ პერიოდში ო. ჯაფარიძე ბრინჯაოს კულტურის ადრეულ საფეხურებს იკვლევს. ამპერიოდის ძეგლების შესწავლისადმია მიძღვნილი მისი ორი სქელტანიანი მონოგრაფია - `ლითონის წარმოების ადრეული საფეხური საქართველოში და `ქართველი ტომებისისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე. ეს უკანასკნელი საეტაპო ნაშრომად შეიძლება ჩაითვალოს კავკასიის ბრინჯაოს ხანის შესწავლის საქმეში. მისი შემდეგდროინდელი ორი მონოგრაფია ერთი სახელწოდებით - `არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში" შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთური კულტურის კვლევას ეხება.