ხალხური რეწვის გაკვეთილები

09 ივლისი 2011 - 09 ნოემბერი 2011
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქართული ხალხური რეწვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გიწვევთ ხალხური რეწვის უფასო გაკვეთილებზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.

პროექტის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციის შენარჩუნება. პროექტი ხორციელდება UNESCO-ს მხარდაჭერით. საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

თქვენ გეძლევათ ბრწყინვალე შესაძლებლობა, გაიცნოთ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდეთ ხალხური რეწვის დარგებში (ქსოვა, ჭედვა, ხეზეკვეთა, მეთუნეობა და სხვ.) და დავიწყებას გადაარჩინოთ უძველესი ხელობები.
წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში გაკვეთილებზე დასწრება უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ, კუს ტბის ასახვევი #3 ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე 272 90 46; 555 272 002 ან ელ-ფოსტის მეშვეობით: crafts@museum.ge