წიგნის პრეზენტაცია

19 ოქტომბერი 2011 - 20 ოქტომბერი 2011
Share

დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, დადიანების სასახლეების ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ წიგნის ,,დადიანები"პრეზენტაციას.

წიგნის ავტორები არიან ლიკა მამაცაშვილი, გიორგი კალანდია, ლილი ბერაია, მაია ქუთათელაძე.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიულ ფოტო-დოკუმენტური წიგნი,დადიანების გვარის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი სხვა სიმდიდრესთან ერთად უნიკალურ ფოტო-მასალასაც ინახავს. ეს ფოტოკოლექცია გახდა სტიმული სრულყოფილი წიგნის გამოსაცემად დადიანების შესახებ, იმის წარმოსაჩენად, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანია მათი ცხოვრება, მოღვაწეობა და გავლენა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ სფეროში. დადიანების გვარი პრაქტიკულად პირველია, ვინც ევროპასთან მასშტაბურ და შედეგიან ურთიერთობას ამყარებს.

წიგნში გამოყენებულ ფოტოები და ტექსტი ასახავს დადიანთა გვარის წარმოშობის ისტორიას, მოგვითხრობს მის სასახლეებსა და არისტოკრტიული წრის ცნობილ წარმომადგენლებზე, მსოფლიოს უძლიერეს ხელმწიფეებზე, იმპერატორებზე, ნათესავებზე, მწერლებზე, ისტორიულ ფაქტებზე, სახელმწიფო მოღვაწეებზე. ფოტოკოლექცია უნიკალურია იმითაც, რომ ამ ფოტოებს იღებდნენ ევროპაში, რუსეთსა და საქართევლოში ისეთი ცნობილი ფოტოგრაფები, როგორებიც იყვნენ: ნადარი, დისდერი, დაგრონი, ვიგანდი, პირსონი, ბერგამასკო, როტლინგერი, ლევიცკი, კაუფმანი, როინაშვილი, ერმაკოვი, ბარკანოვი და სხვა.

დადიანების მოღვაწეობა, მათი გვარის მნიშვნელობა ნათლად წარმოაჩენს ქართველი ერის ისტორიულ სწრაფვას, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ მსოფლიოს ერთიან კულტურულ სივრცეში.

პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, რუსთაველის გამზირი #3.