1 ივნისი - ხატვის ფესტივალი

01 ივნისი 2019 - 01 ივნისი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხატვის ფესტივალით აღნიშნავს.

15:00 საათზე, ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ქუჩის მხატვრობის (street art) ფესტივალს და ეროვნული გალერეის სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას გალერეის ეზოში, ღია ცის ქვეშ.

საფესტივალო სივრცეში მონაწილეები იმუშავებენ სხვადასხვა ფორმატსა და მასალაში: საღებავითა და პასტელებით იმუშავებენ მიწაზე გაშლილ გრძელ პანოებსა და ასევე გალერეის ფასადზე დამაგრებულ დიდი ზომის პანოებზე. მონაწილეები დახატავენ იმ ნამუშევრების ინსპირაციით, რომლებიც ამჟამად ეროვნულ გალერეაშია წარმოდგენილი.

ფესტივალის ჩატარების დრო: 1 ივნისი | 15:00 საათი | 2019

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11

მონაწილეობა თავისუფალია!
#ბავშვებიმუზეუმში