Idea Fest თბილისის კრეატიულ ცენტრში

24 მაისი 2019 - 24 მაისი 2019
Share

Idea Fest თბილისის კრეატიულ ცენტრში - თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), 24 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.

Idea Fest არის ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინიცირებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკლის'' ბოლო ეტაპი. პროექტის ფინალურ ეტაპზე სტარტაპერები წარსდგებიან თავიანთი იდეებით და იდეის პროტოტიპებით. გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს 1000 ევროს ოდენობით.

თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორქშოფებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.

თბილისის კრეატიული ცენტრი ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Henley Business School-ის მონაწილეობით 2019 წელს ამოქმედდა.

Idea Fest არის წინაპირობა იმისა, რომ სტარტაპერი მოხვდეს Big Idea Challenge-ზე, რომელიც გაიმართება ბრიტნეთში. კონკურსი სამი მიმართულებით ეძებს ინოვაციურ და საინტერესო სტარტაპერებს, ეს მიმართულებებია:

  • ციფრული ტექნოლოგია
  • შემოქმედებითი ინდუსტრია
  • სოციალური სფერო

Big Idea Challenge-ში გამარჯვებული სტარტაპერი არტისტი მიიღებს ფულად პრიზს 25 000 ფუნტის ოდენობით.

დრო: 13:00 საათი, 24 მაისი 2019

ადგილი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: +995 599 280 606 ნატა კიზივაძე (ბიზნესისა და ტენოლოგიების უნივერსიტეტი).