მუზეუმის ფესტივალი ◆ მითოლოგიური ღამე მუზეუმში

18 მაისი 2019 - 18 მაისი 2019
Share

აქციის „ღამე მუზეუმში" ფარგლებში, 18 მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ჩატარდება პროგრამა - „მითოლოგიური ღამე მუზეუმში". 

21:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე, პროგრამის ფარგლებში დამთვალიერებლებს უმასპინძლებენ კოსტიუმირებული მითოლოგიური პერსონაჟები, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ფოტოების გადაღება.

მითოლოგიის, როგორც ხელოვნების შთაგონების წყაროს ნიმუშები წარმოდგენილია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ ექსპოზიციაზე. ვიზიტორებს შეუძლიათ შემდეგი მითოლოგიური პერსონაჟების ექსპონატების დათვალიერება: სატირი, დიონისე, არიადნა, ნიკე, პანი, ეროტები, მენადები. 

პროგრამის დასაწყისი: 21:00
მისამართი: ს. ჯანაშისა სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

პროგრამაში მონაწილეობა თავისუფალია!