მუზეუმის ფესტივალი ◆ ეკა კიკნაძის წიგნის პრეზენტაცია

23 მაისი 2019 - 23 მაისი 2019
Share

ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 23 მაისს, 16:00 საათზე, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება ეკა კიკნაძის წიგნის პრეზენტაცია - „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები".  

წიგნი ეხება 10-40-იან წლებში ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე ცვლილებებს. საბჭოთა კულტურის პოლიტიკას და ხელოვნების მკარც იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევის პროცესს. წიგნის 5 დამოუკიდებელი თავი ეხება 1937-1938 წლებში რეპრესირებულ მხატვრებსა და მოქანდაკეებს: ჰენრიკ ჰრინევსკის, რიჰარდ ზომერს, ვახტანგ კოტეტიშვილს, დიმიტრი შევარდნაძეს და პეტრე ოცხელს. წიგნში პირველად იბეჭდება ვახტანგ კოტეტიშვილის ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები, ასევე, მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტაცია და 30-იანი წლების ქართული ფერწერის რამდენიმე საინტერესო ნიმუში. წიგნი გამოიცა თბილისში პოლონური ინსტიტუტისა და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. 

დასაწყისი: 16:00
მისამართი:
. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ოკუპაციის ამსახველი საგამოფენო დარბაზი, . რუსთაველის გამზ. 3.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია!