ფიროსმანი ციფრულ სივრცეში - კრეათონის დაჯილდეობის ცერემონია

06 მაისი 2019 - 06 მაისი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კონკურსის: „კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ დასკვნით ღონისძიებაზე.

საერთო მიზნით გაერთიანებულმა სამუზეუმო, საგანმანათლებლო და კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლებმა განახორციელეს ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებული მასშტაბური, ინოვაციური სტუდენტური კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში. კრეათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ - ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციას.

კრეათონის საკონკურსო დავალებები მოიცავდა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. კრეათონში მონაწილეობა მიიღო 14 უნივერსიტეტის 30-მა გუნდმა. 

დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდებიან საუკეთესო დავალების ავტორი ჯგუფები, რომლებსაც საპატიო და ორიგინალურ ჯილდოებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ პროექტის მომდევნო ეტაპების განხორციელებაში.

დასკვნით ღონისძიებასა და მიღების ცერემონიალს მუსიკალურად გააფორმებს Tete Noise. 

პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმისაქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი - ჯეოლაბიციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო - ლივინგსტონი და სიღნაღის მუნიციპალიტეტეის მერია

პროექტი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის,, კომპანიების „ვენდისი", „ბადაგონი", „ნაკადული" და „სანტე" მხარდაჭერით. 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

ღონისძიების გახსნა: 6 მაისი, 2019 | 19:00

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზო, შ. რუსთაველის გამზირი 3.