საერთაშორისო კონფერენცია „დავით გარეჯი: მულტიდისციპლინარული კვლევა და განვითარების სტრატეგია"

19 აპრილი 2019 - 20 აპრილი 2019
Share

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი წარმოგიდგენთ საერთაშორისო კონფერენციას - „დავით გარეჯი: მულტიდისციპლინარული კვლევა და განვითარების სტრატეგია" საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში.

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია ძეგლის მრავალდარგობრივი კვლევების ხელშეწყობა, კომპლექსის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის წინაშე მდგარი პრობლემების წამოწევა და გადაჭრის გზების ძიება; განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა; დავით გარეჯის უახლესი კულტურული, ისტორიული და სახელოვნებათმცოდნეო ასპექტების, სარესტავრაციო და ძეგლის მენეჯმენტის აქტუალური საკითხების გაშუქება, საერთაშორისო და ადგილობრივი აკადემიური წრეების წარმომადგენლების დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპა ნოსტრას წარმომადგენლობა საქართველოში / ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

კონფერენციის დამფინანსებლები და მხარდამჭერები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შემოქმედებითი ევროპა, ევროპა ნოსტრა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტი.

კონფერენციის პროგრამა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კონფერენცია გაიმართება:
19 აპრილი, 10:00-13:00 | 20 აპრილი, 10:00-17:00

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა.ფურცელაძის ქ. #1