რაკუგოს წარმოდგენები თბილისში

25 მარტი 2019 - 25 მარტი 2019
Share

იაპონიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ იაპონურ ტრადიციულ წარმოდგენებს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს ღონისძიებათა ციკლის პირველ წარმოდგენას.  

რაკუგო იაპონური სახალისო მოთხრობების გადმოცემის ტრადიციული ხელოვნებაა, რომელიც 400-წლიან ისტორიას ითვლის.რაკუგოში ასეულობით მოთხრობაა, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის. მოთხრობის მთავარი მონაწილე არა გმირები არამედ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. რაკუგოს მოთხრობები დროსა და საზღვარს სცდება: მოთხრობებში შევხვდებით ისეთ ყოველდღიურ სცენებს, რომლებიც აბსურდულიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს სცენები დამახასიათებელია ნებისმიერი საზოგადოებისთვის. რაკუგოში ძირითადად სამი ტიპის მოთხრობაა: კომედიური, ემოციური და მოჩვენებების შესახებ.

რაკუგოს, როგორც იაპონური კლასიკური ხელოვნების პოპულარობა არ იკლებს. რაკუგოსთვის განკუთვნილი პატარა თეატრები ძირითადად ტოკიოსა და ოსაკაშია, სადაც დაახლოებით 800-მდე პროფესიონალი შემსრულებელი მოღვაწეობს. რაკუგოს ასევე ხშირად იხილავთ ტელევიზიითაც.

წარმოდგენა გაიმართება ინგლისურ ენაზე.

ჩატარების დრო: 25 მარტი, 2019 | 19:00

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1

*წარმოდგენაზე დასწრება თავისუფალია. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. წარმოდგენის დაწყების შემდგომ, კარი დაიკეტება.