კურატორის ტური: „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები"

29 მარტი 2019 - 29 მარტი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენის ფარგლებში „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" გთავაზობთ კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის - ეკა კიკნაძის სპეციალურ ტურს.

გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" წარმოაჩენს რეპრესირებული მხატვრების შემოქმედებას და იმ ზოგად ატმოსფეროს, რომელიც გასული საუკუნის 30-40-იანი წლების ქართულ სახელოვნებო რეალობაში სუფევდა.

ექსპოზიციაზე გაეცნობით დიმიტრი შევარდნაძის, პეტრე ოცხელის, ჰენრიკ ჰრინევსკის, რიჰარდ ზომერის, კირილ ზდანევიჩის, ვასილ შუხაევის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, უჩა ჯაფარიძის, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, კორნელი სანაძის და სხვათა ნამუშევრებს. ფართო საზოგადოებისათვის პირველადაა წარმოდგენილია ვახტანგ კოტეტიშვილის ქანდაკებები და უნიკალური საარქივო კადრები. ვრცლად გამოფენის შესახებ: https://bit.ly/2ROjVBz

ჩატარების დრო: პარასკევი, 29 მარტი, 15:30 საათი.

დასწრება თავისუფალია!

დასწრება შესაძლებელია, მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/2YeiD6C 

ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზირი 3.