თანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის

07 მარტი 2019 - 07 მარტი 2019
Share

2019 წლის 7 მარტს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების (კონკორდატის) ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში და ფონდებში დაცულ ქრისტიანულ საეკლესიო საგანძურს აღრიცხავს, აღწერს და შესაბამის მონაცემთა ბაზას მოამზადებს.

იხილეთ დოკუმენტი.