სალვატორე მოლტისანტის ლექცია: „ლეონარდო და მუსიკა"

07 მარტი 2019 - 07 მარტი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს და წარმოგიდგენთ მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტს - „ლეონარდო - Opera Omnia"

პროექტის ფარგლებში, ცნობილი იტალიელი პიანისტი, საერთაშორისო კონკურსის „Ibla Frand Prize" სამხატვრო ხელმძღვანელი სალვატორე მოლტისანტი წაიკითხავს ლექციას „ლეონარდო და მუსიკა". პიანისტი ისაუბრებს რენესანსის ეპოქის მუსიკაზე, იმდროინდელ საკრავებსა და ლეონდარდოს კავშირზე მუსიკასთან.

ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე, ქართული თარგმანით.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

ლექციის დრო: 7 მარტი, 17:00

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3