ლექცია „ლხინისა და დღეობის თემა ქართულ მოდერნისტულ მხატვრობაში"

05 მარტი 2019 - 05 მარტი 2019
Share

ქართველ მხატვართა შემოქმედებაში მრავლად წარმოდგენილი ლხინისა და დღეობის სცენები გამოხატავენ ეპოქის მსოფლმხედველობასა და ხელოვანთა დამოკიდებულებას სამყაროსადმი.

გიწვევთ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძის ლექციაზე, სადაც თემატურად იქნება განხილული ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძის, ელენე ახვლედიანის, ფელიქს ვარლამიშვილისა და შალვა ძნელაძის მხატვრობის ნიმუშები.

ლექციის მიზანია, წარმოაჩინოს აღნიშნული თემის მხატვრულ-იკონოგრაფიული თავისებურებები და მათი როლი მოდერნისტულ მხატვრობაში.

ლექციის დრო: 5 მარტი, 16:00

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11