გია ბუღაძის ლექცია „ლეონარდო - უცნობი და ნაცნობი"

02 მარტი 2019 - 02 მარტი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს და წარმოგიდგენთ მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტს - „ლეონარდო - Opera Omnia"

პროექტის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ლექციათა ციკლს ცნობილი იტალიელი მხატვრის, მოქანდაკის, არქიტექტორის, გამომგონებლის, ინჟინერისა და მეცნიერის - ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

პირველ ლექციას გამართავს გია ბუღაძე: „ლეონარდო - უცნობი და ნაცნობი".

ლექციის დრო: 2 მარტი, 14:00

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

ლექციის მედიამხარდამჭერია Artarea/Tv2.0