პრესკონფერენცია: ნიკო ფოროსმანაშვილის გამოფენა არლის ვან გოგის მუზეუმში

19 თებერვალი 2019 - 19 თებერვალი 2019
Share

ვენის ალბერტინას მუზეუმის შემდეგ, საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. 2 მარტიდან დამთვალიერებელი იხილავს ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინება ვინსენტ ვან გოგის მიერ 1884-1889 წლებში შესრულებულ ფერწერულ ტილოებთან ერთად.

აღნიშნულ საკiთხთან დაკავშირებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას გაუძღვებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი - დავით ლორთქიფანიძე. 

პრესკონფერენციის დრო: 19 თებერვალი, 2019 | 11:00 საათი

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11