სამეცნიერო კონფერენცია: “უცნობი მასალები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან”

20 თებერვალი 2019 - 21 თებერვალი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ სამეცნიერო კონფერენციას „უცნობი მასალები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან“. კონფერენცია ეძღვნება ეროვნული მუზეუმის მთავარი კონსერვატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ირინა არსენიშვილის ხსოვნას.

ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების მიერ, კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იქნება ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში არსებული, საზოგადოებისთვის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი მასალები - სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და სხვადასხვა ეპოქის ნიმუშები. 

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.

20-21 თებერვალი, 2019

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1

მიმაგრებული დოკუმენტები :
პროგრამა