დიმიტრი გეგენავას ლექცია: „ქართული სამართალი და წითელი ტერორი"

16 თებერვალი 2019 - 16 თებერვალი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აგრძელებს საჯარო ლექციათა ციკლს გამოფენის "ქართველი მხატვრები და წითელი ტერორი" ფარგლებში.

ლექციათა ციკლის შემდეგი მომხსენებელი - დიმიტრი გეგენავა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი, ასოცირებული პროფესორი, წაიკითხავს ლექციას „ქართული სამართალი და წითელი ტერორი". 

მომხსენებელი ლექციაზე შეეხება შემდეგ თემებს: საქართველოს ოკუპაცია და დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეობა, ქართველი იურისტები და იურიდიული განათლება საქართველოში - დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა დიქტატურამდე, დატუსაღებული ქართული სამართლის კლასიკა, რეპრესიები, საბჭოთა კვაზი-კონსტიტუციები და ტერორის ხანა საქართველოში. 

ლექციის დრო: შაბათი, 16 თებერვალი, 16:00 საათი 
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3 

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!