გიორგი მაისურაძის ლექცია: „შოთა, ილია, სოსელო სტალინის ქართული იკონოგრაფია და მისი ნარატიული პარალელები“

09 თებერვალი 2019 - 09 თებერვალი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აგრძელებს საჯარო ლექციათა ციკლს გამოფენის "წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" ფარგლებში.

ლექციათა ციკლის შემდეგი მომხსენებელი - ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი მაისურაძე წაიკითხავს ლექციას „შოთა, ილია, სოსელო სტალინის ქართული იკონოგრაფია და მისი ნარატიული პარალელები".

უჩა ჯაფარიძის ფერწერულ ტილოზე გამოსახულია ახალგაზრდა სტალინი (სოსელო), რომელიც გაზეთ „ივერიის" რედაქციაში საკუთარ ლექსს უკითხავს ილია ჭავჭავაძეს, კედელზე კი  რუსთაველის პორტრეტი კიდია. ეს სურათი, შეიძლება ითქვას, ყველაზე ზუსტად ასახავს 1930-იანი წლებში მიმდინარე ქართული ეროვნული ნარატივის რეკოდირებისა და გასაბჭოურების პროცესს. სტალინის ფიგურის ინტეგრაციით ქართული ნარატივი თვისობრივად ახალ შინაარსს და მიზანმიმართულებას იძენს, რომლის გაგებაც სტალინური ეპოქის იკონოგრაფიისა და ნარატივების პარალელური ანალიზითაა შესაძლებელი.

ლექციის დრო: 9 თებერვალი, 16:00 საათი 

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3