სემინარი „21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა"

28 იანვარი 2019 - 28 იანვარი 2019
Share

იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით მართავს სემინარს თემაზე "21- საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა".

იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ტექნოლოგიათა ინსტიტუტის (ITABC-CNR) და ტურინის ეგვიპტური მუზეუმის გარდა, ღონისძიების მონაწილეები არიან ისეთი მოწინავე იტალიური კომპანიები, როგორიცაა Goppion და Guicciardini & Magni Architetti.

სემინარის დრო28 იანვარი, დასაწყისი 10:00 / რეგისტრაცია 09:30
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1
სემინარი გაიმართება ინგლისურ ენაზე ქართული სინქრონული თარგმანით.  

ეს გახლავთ მეორე სემინარი იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული სერიიდან "ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება" და მისი მიზანია წარსულიდან მიღებული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში იტალიური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. პირველი სემინარი "ციფრული სთორითელინგის" თემაზე გასული წლის სექტემბერში ჩატარდა, მესამე სემინარი კი 8 თებერვალს გაიმართება და "ჭკვიანი ქალაქის" კონცეფციას მიეძღვნება.

პროგრამა და მომხსენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ იტალიის საელჩოს ვებგვერდზე  

მიმაგრებული დოკუმენტები :
სემინარის პროგრამა