ფოტოგამოფენა ,,საგანძური" - 10 წელი

08 იანვარი 2019 - 08 იანვარი 2019
Share

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენასა და პროექტის პრეზენტაციას უმასპინძლა.

აღნიშნული ფოტოგამოფენა შეიქმნა 2008 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ეს გახლავთ პირველი მოძრავი ფოტოექსპოზიცია, რომელმაც მოიარა საქართველოს სხვადასხვა მხარე და რომლითაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ხდება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და ცნობადი ჩვენი საზოგადოებისთვის.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებითი პროექტი „ფოტოგამოფენა საგანძური" ეფუძნება უდიდესი ევროპული მუზეუმების გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო კოლექციების მედიაციაში: კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის, ცნობადობის, პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით შექმნილია მისი მაღალმხატვრული, ესთეტიურად და შინაარსობრივად მისადაგებული ალტერნატივა - ფოტო-ასლები, რაც მარტივია ტრანსპორტირებისათვის და წარმოადგენს შესანიშნავ თემატურ გარემოს მრავალფეროვანი, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი აქტივობების ჩასატარებლად.

ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/2FlImUn