ნიკო ნიკოლოზიშვილის ლექცია: „არდოტი - სოფელი, ჯვარ-სალოცავები, დღეობები"

25 დეკემბერი 2018 - 25 დეკემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ, ისტორიის დოქტორის ნიკო ნიკოლოზიშვილის საჯარო ლექციაზე: „არდოტი - სოფელი, ჯვარ-სალოცავები, დღეობები".

არდოტი ხევსურეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასაზღვრო სოფელია, მდებარეობს მიღმახევში, ანდაქის წყლის პირას, შატილიდან 16 კმ-ში. სოფელი გამორჩეულია არამხოლოდ თავისი მდებარეობითა და არქიტექტურით, არამედ - ანდრეზებით, ჯვარ-სალოცავებითა და დღეობებითაც. სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ არდოტის მთავარი დღეობის, დატიობის, განსაკუთრებულ ადგილს ხევსურეთის საზაფხულო დღეობათა ციკლში.

ლექციაზე საუბარი შეეხება სოფლის ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს. განხილული იქნება დატიობის რელიგიური არსი, მისი ადგილი ხალხურ კალენდარში და მიმართება საეკლესიო კალენდართან; ასევე, დღეობის და მასთან დაკავშირებული ცალკეული ტოპონიმების ეტიმოლოგია.  

ლექციის დრო: 25 დეკემბერი, 2018, 16:00 საათი. 

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!