"ოქროდ ქცეული სიბრძნე" - სპეციალური ტური

14 დეკემბერი 2018 - 14 დეკემბერი 2018
Share

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი 6 დეკემბრიდან წარმოგიდგენთ გამოფენას „ოქროდ ქცეული სიბრძნე", რომელიც საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს ექსპერიმენტის ავტორის ერმილე მაღრაძის და გამოფენის კურატორის, დოქტორ ნინო ლორთქიფანიძის სპეციალურ ტურს.

გამოფენაზე დამთვალიერებელს პირველად შეეძლება იხილოს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი შედევრის - თრიალეთში აღმოჩენილი ძვ.. II ათასწლეულის ოქროს პოლიქრომიული თასის ექსპერიმენტული კვლევის შედეგები.

უძველეს არქეოლოგიურ არტეფაქტებთან ერთად, ექსპოზიციაზე პირველად წარმოდგენილი გვიანანტიკური ხანის (ახ. . II-IV საუკუნეების) ოქროს სამკაული, ეთნოგრაფიულ კოლექციაში დაცული საოქრომჭედლო იარაღები და ძვირფასი ლითონების ნაკეთობები ასახავს ოქროსა და, ზოგადადლითონის შესახებ იმ ცოდნის მრავალსაუკუნოვან გზას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე თაობიდან თაობას გადაეცემა და რითაც ქართულმა კულტურამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ევროპულ ცივილიზაციაში.

ჩატარების დრო: პარასკევი, 14 დეკემბერი, 15:30 საათი.

დასწრება თავისუფალია!

დასწრება შესაძლებელია, მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://goo.gl/McGcwZ

ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზირი 3.