კურატორის და არტისტის "საუბრები ფრიდაზე"

30 ნოემბერი 2018 - 30 ნოემბერი 2018
Share

30 ნოემბერს, 16:00 საათზე, გამოფენის „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე" ფარგლებში, გაიმართება კურატორის ლელა წიწუაშვილის და არტისტის ირმა შარიქაძის „საუბრები ფრიდაზე".

გამოფენაზე დიეგოსა და ფრიდას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ფოტოებთან ერთად, წარმოდგენილია ქართველი ხელოვანის ირმა შარიქაძის ინსტალაცია „სიზმარი ბაღში". საუბრების ფარგლებში ნაჩვენები იქნება არტისტის მიერ გადაღებული ვიდეო არტი "ფრიდას სიზმარი".

დასწრება თავისუფალია. 

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3