თანამედროვე ხელოვნების რუკა - გიორგი ალექსი-მესხიშვილი

20 ოქტომბერი 2018 - 20 ოქტომბერი 2018
Share

20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების რუკა" ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა გიორგი ალექსი-მესხიშვილთან. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ბავშვებმა, სხვადასხვა მასალის გამოყენებით შექმნეს სცენის მოდელის დეკორაციები.

თანამედროვე ხელოვნების რუკა - საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" კონკურსის გამარჯვებული საგანმანათლებლო პროგრამაა. პროექტის მიზანია, ამ მუზეუმის სივრცეში შეიყვანოს ბავშვები და ინტერაქტიული თამაშებით გააცნოს თანამედროვე ხელოვნება, რაც ხელს შეუწყობს მათი აზროვნების ჩამოყალიბებას. მხიარული ლექციებისა და ინტერაქტიული თამაშების ფორმა კი დაეხმარება აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნება და გამოხატონ საკუთარი თავი.

პროექტის ავტორები: ელენე აფრიამაშვილი და ავთანდილ მოდებაძე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8