ICOM/CECA-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის"

24 სექტემბერი 2018 - 28 სექტემბერი 2018
Share

CECA-ს (ICOM-ის სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობების საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ქ. თბილისის მერიის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელოვნების სასახლე - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 24-28 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის".

კონფერენციის გახსნა: 09:30, 25 სექტემბერი, 2018

კონფერენცია იმართება „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018"-ისა და „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის" ფარგლებში.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობის თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომები; კულტურული აქტივობის ფორმები და კავშირი განათლებასთან; სამუზეუმო სივრცის, კოლექციებისა და პერსონალის როლი კულტურული აქტივობის განვითარებაში; საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები აუდიტორიისა და არამხოლოდ მათთვის (ასევე ციფრული აუდიტორიისთვის); განათლებისა და კულტურული აქტივობის როლი მუზეუმის მისიის განხორციელებაში; მუზეუმები და აქტივიზმი; საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქტივობების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და სხვა.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნის (იტალია, გერმანია, საფრანგეთი, აშშ, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, დანია, ესპანეთი, კვიპროსი, ფინეთი, ჩინეთი, ბელგია, საბერძნეთი, კანადა, ჩრდ. ირლანდია, თურქეთი, მექსიკა, ირანი, რუსეთი, ბრაზილია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ისრაელი, ინდოეთი, ყატარი, სინგაპური და სხვ.) 100-ზე მეტი ექსპერტი, მათ შორის საქართველოს მუზეუმების 35 წარმომადგენელი, აგრეთვე რომის, ულსტერის, მურციას, მადრიდის, მონრეალის, ლონდონის, ნორვეგიის, ყატარის, შანხაის, ამსტერდამის, სამხრეთ ტექსასის, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და მუზეოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები/ლექტორები.

კონფერენციის ფარგლებში, 23-24 სექტემბერს ჩატარდება უფასო პროფესიული ვორშოები; 25 სექტემბერს გაიხსნება მხატვარ ქეთი მატაბელისა და მისი შემოქმედებითი ჯგუფის საავტორო გამოფენა - „ვხედავ და ვქმნი თითებით".

კონფერენციის სესიებზე (25-27 სექტემბერი) დასწრება თავისუფალია!

კონფერენციის სესიების სინქრონული თარგმანი უზრინველყოფილი იქნება ქართულ ენაზე. 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3  

www.ceca2018.ge
პროგრამა: https://www.ceca2018.ge/schedule
საკონტაქტო პირი: ლანა ქარაია - 593478164; lana.karaia@gmail.com