ლექცია: ,,ბერნინი: ბაროკოს ეპოქის გენიოსი"

10 სექტემბერი 2018 - 10 სექტემბერი 2018
Share

გამოფენის „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო" გახსნასთან დაკავშირებით, მუზეუმის „პალაცო კიჯი ინ არიჩა" დირექტორი, გამოფენის კურატორი, პროფესორი ფრანჩესკო პეტრუჩი წაიკითხავს ლექციას „ბერნინი: ბაროკოს ეპოქის გენიოსი". 

ლექციის მთავარი თემა იქნება ბაროკოს პერიოდის სახელგანთქმული მხატვარი - ჯოვანი ლორენცო ბერნინი (ნეაპოლი 1598 - რომი 1680). ხელოვნების ისტორიაში ალბათ იშვიათად მოიძებნება ისეთი ფიგურა, რომელიც როგორც მისი ცხოვრებით, ასევე შემოქმედებით სრულად ასახიერებს თავისი ეპოქის კულტურას და გემოვნებას. მე-17 საუკუნეში მხატვარს „ბაროკოს პრინცი" უწოდეს ბაროკოს სტილის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილის, მოგვიანებით კი ევროპულ სამეფო კარზე მისი გავრცელების საქმეში დიდი დამსახურებისთვის.

პროფესორი პეტრუჩი ბაროკოს პერიოდის ხელოვნების ერთ-ერთ უდიდეს მკვლევრად ითვლება მსოფლიოში. 

ლექციის დრო: 10 სექტემბერი, 17:00. 
ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით. 
დასწრება თავისუფალია! 

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზირი 11.