ჩემი შესაძლებლობა

08 სექტემბერი 2018 - 08 სექტემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის . ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზეჩემი შესაძლებლობა".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროექტისინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში" ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები. პროექტის მიმდინარეობისას, სპეციალურად ადაპტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, ბავშვებმა გამოფენების დათვალიერების შემდეგ მიღებული ემოციებითა და შთაბეჭდილებებით, სხვადასხვა მასალაში, შექმნეს საინტერესო ნამუშევრები.  
საქართველოს მასშტაბით პროექტში 25 მუზეუმია ჩართული - გამოფენაზე ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან

გარდა ექსპოზიციისა, ბავშვებისათვის მოწყობილი იქნება გასართობი-სახატავი კუთხე მუსიკალური გაფორმებით.

ღონისძიება იმართება ასოციაციისხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის" ორგანიზებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

გამოფენის გახსნა: 8 სექტემბერი, 15:00 საათი

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შ. რუსთაველის გამზ. 3