საჯარო ლექცია „საეკლესიო ნაქარგობის ფერისა და ფორმის სიმბოლიკა"

15 აგვისტო 2018 - 15 აგვისტო 2018
Share

15 აგვისტოს, 12:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება საჯარო ლექცია „საეკლესიო ნაქარგობის ფერისა და ფორმის სიმბოლიკა". 

ლექციას გაუძღვება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდის ასისტენტ-კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი იზოლდა მელიქიშვილი. 

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ა. იოსელიანის ქ. 7. მესტია, საქართველო