ეროვნულ გალერეას დ. შევარდნაძის სახელი მიენიჭა

21 მაისი 2012
Share

საქართველოს ეროვნულ გალერეას ცნობილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭება. ცერემონია 21 მაისს, 18:00 საათზე დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეროვნულ გალერეაში პირველად გამოიფინება დიმიტრი შევარდნაძის მიერ გადაღებული ფოტოები, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის რამდენიმე ფერწერული ტილო, ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები ირაკლი მახარაძის ფილმიდან „დიმიტრი შევარდნაძე“, გამოქვეყნდება დიმიტრი შევარდნაძის პირადი წერილები; მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან - ბრძანება და ცნობა დიმიტრი შევარდნაძის დახვრეტის შესახებ.

ამავე დღეს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება ახალი კაფე, რომელიც ამიერიდან მუზეუმის ყველა დამთვალიერებელს უმასპინძლებს.